პრიგოჟინს საფლავზე ძეგლი დაუდგეს

ევგენი პრიგოჟინს, რომელიც რუსეთში, სამხედრო ამბოხების მცდელობიდან მალევე ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე ძეგლი დაუდგეს.

1-ელ ივნისს, ,,ვაგნერის” ყოფილ ხელმძღვანელს 63 წელი შეუსრულდებოდა. ძეგლის გახსნას სამხედრო დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინი 2023 წლის 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მის ვერტმფრენში ასევე იმყოფებოდნენ დიმიტრი უტკინი და რვა სხვა ადამიანი. ყველა ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები