პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

საკანონმდებლო ორგანოსთან „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. შეკრებილები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ხვალ სხვადასხვა სახის აქციებს გამართავენ.

მომიტინგეებმა  დღეს პარლამენტთან ერთგვარი პერფორმანსი გამართეს, კერძოდ, მათ ფერადი სანათები ჰქონდათ მოტანილი და სკანდირებდნენ “საქართველო, საქართველო“. გარადა ამისა, აქციის მონაწილეებმა  შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და იცეკვეს ხორუმი.

მსგავსი თემები