მაისში ტურიზმიდან შემოსავლები 95.6%-ით აღდგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მაისში  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6%  აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია     184,781,782    (+250.4%)  აშშ დოლარით.

იანვარი-მაისის თვეში საერთაშორისო  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-მაისის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204    (+374.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.

მსგავსი თემები