„არმია’’ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

რაგბის კლუბმა ‘’არმიამ’’ ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა. ‘’არმიელებმა’’ განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში,  ოზურგეთის ‘’არწივები’’  დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ. ინფორმაციას, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

“რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა“- ნათქვამია განცახდებაში.

 

 

 

მსგავსი თემები