თბილისიში, დღეს საპროტესტო აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება. აქ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბებიან და ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. შეკრება 16:00 საათზე არის დაგეგმილი.

კიდევ ერთი აქცია ვაჟა-ფაშაველას გამზირზე 17:00 საათზეა დაანონსებული. მომიტინგეების მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.

 

მსგავსი თემები