რუსეთში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში, ნავთობობიექტებზე დრონებით შეტევა იყო

ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. დრონის ჩამოვარდნის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, თავდასხმაში ორი დრონი მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ტუაფსე არის საკურორტო ქალაქი და მთავარი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს სოჭისა და კრასნოდარის მახლობლად.

გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკში ძლიერი აფეთქებები მოხდა. თავდასხმია იყო პორტსა და ნავთობის საცავზე. გუბერნატორმა თქვა, რომ “შეტევის წარუმატებელი მცდელობა” იყო და რომ 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები