ჩეხეთის არმიაში აცხადებენ, რომ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ჩეხეთის შეიარაღებული ძალები სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
საბრძოლო მასალის აფეთქება ლიბავას სამხედრო პოლიგონზე მოხდა. მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა შვიდი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.