,,არა რუსულ კანონს! ვერ შეგვაშინებთ!” – 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება

,,რუსული კანონის” გასაპროტესტებლად დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.

,,დღეს, საქართველოში არსებული, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

1. ვუთხრათ – არა რუსულ კანონს!
2. ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს!
3. ვუთხრათ – არა ძალადობას!
4. ვუთხრათ – კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!!

პასუხი ისევ ერთია – ვერ შეგვაშინებთ!”, – წერენ სტუდენტები.

მსგავსი თემები