“გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა”- კალაძე

“ჩვენ გვაქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია “, – განაცხადა  მმართველი პარტიის აქციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  გარკვეული ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა.

“გარკვეული ძალები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ  საქართველოს კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან – საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

 

მსგავსი თემები