იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. განხილვის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა მედიასთან განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ სხდომის გადადებას მოითხოვდნენ.

,,პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით რაც ქალბატონ თინა ბოკუჩავა უნდოდა, დღეს თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ან ინციდენტი იყოს არიდებული”, – თქვა გიორგი ვაშაძემ სხდომაზე, რომელსაც მალევე მიკროფონი გაუთიშეს, მანამდე მიკროფონი გაუთიშეს დეპუტატ თინა ბოკუჩავას.

თინა ბოკუჩავა კი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა:

,,ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ. თუმცა, როგორც მინიმუმ დღეს, როდესაც არის მათი დაორგანიზებული რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ ადამიანები და უმეტესწილად საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მნიშვნელოვანია, რომ კონფრონტაციის თავიდან არიდების მიზნით, რომ არ იყოს ასეთი ვნებათაღელვა, გადაიდოს დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა,” – აცხადებს ბოკუჩავა.

მსგავსი თემები