„დაუცველობა,“ „ნდობა დაბალია,“ „კლანი“ – რა წერია აშშ-ის ანგარიშში?!

„მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როცა ისეთ საქმეებს განიხილავდნენ,  რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა“ – ეს არის ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელის 2023 წელს მოიცავს.

ანგარიშში ერთ-ერთი მნიშნველოვანი თავი სწორედ სასამართლო ხელისუფლებას ეხება. ანგარიში კი საქართველოში ადამიანის უფლებების მოიცვს.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, ნდობა დაბალია, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია.

სახალხო დამცველის აპარატი, „არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და საერთაშორისო თანამეგობრობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდნენ… იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სავარაუდოდ, სასამართლო სისტემაში კრიტიკული ხმა დაახშეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების წინადადებებს ხელი შეუშალეს“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში მახსენებია „კლანიც“.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ჯგუფს „კლანი“ უწოდეს. სხვა პრობლემებთან ერთად, მათ ყურადღება გაამახვილეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენაზე ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე; საქმის განაწილების სისტემის მანიპულირებაზე; ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობასა და მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში ხარვეზებზე“ – აღნიშნულია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები