აუცილებელი ჰიგიენის წესები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას ინტენსიურად აწვდის ჰიგიენის წესების დასაცავად რეკომენდაციებს.

ხელების დაბანა და მოგზაურობისგან თავის შეკავება ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად რჩება.

„ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება;

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი),ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება“ -ნათქვამია დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.

მსგავსი თემები