ავარია ახმეტაში – დაშავდა სამი ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში – შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ავარია ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა.

ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შეეჯახნენ, რა დროსაც ორი ძმა დაშავდა. ერთი ძმის  მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორი დაშავებული კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი თემები