„აცნობეს, რომ მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა“ – სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილზე   

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი, ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი გორის ჰოსპიტალში მისვლის მიზეზი ის გახდა, რომ მესამე პრეზიდენტს ისევ ციხეში ეტაპირებისთვის ამზადებდნენ.

როგორც ანა ჯანიაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა.

„მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ, აცნობეს, რომ მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. როგორც სააკაშვილმა მითხრა, არ იცის სად იგეგმებოდა მისი გადაყვანა. მოვითხოვე ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მითხრესო. ამ ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გადაყვანა შეჩერებულიყო, იქამდე, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია“ – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები