რუსთაველის გამზირზე ხანძარი იყო – დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი იყო.  ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა. არსებული  ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველების  ცნობით, ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო და  ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები