,,უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს”- ანდრეი კასიანოვი

,,უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს,”-  ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ”დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე”.

,,უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს და ეს არის ის, თუ რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საერთო პოზიციას იმისთვის, რომ დაძლიონ რუსეთის პოზიცია, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ჯარისკაცების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას,”- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

მსგავსი თემები