საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 436-ს შეადგენს.

გუშინ, 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 314 შემთხვევა გამოვლინდა, 4 519 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები