მიზანმიმართული პროვოკაცია – ტელეწამყვანის ქმედებას “ფეისბუქში” აფასებენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემის, “პოსკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად მიმართა და პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ​აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, სხვადასხვა ადამიანები აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ტელეწამყვანის საქციელი, პროვოკაციული და მიზანმიმართულია.

თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრის, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე: “ის რაც მოვისმინე, დაუფარავი და მიზანმიმართული პროვოკაცია თუ არ იყო, აბა რა ჯანდაბა იყო?”

ზურაბ ჟვანიას ძმა და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, გოგლა ჟვანია: “გაბუნიას ქმედებას შუღლის გაღვივება ჰქვია!!! ასე, რომ ეხლა ქართული მართლმსაჯულების ჯერია!!! სასწრაფოდ დააპატიმრეთ!!”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი: გახსნილი ტექსტებით ბილწსიტყვაობა თუნდაც მტრის და ოკუპანტის მისამართით მისაღებია ჩვენთვის? ასეთი სიძულვილის ენა და აგრესია ხომ უკან გვიბრუნდება ასმაგად? პატრიოტიზმი ცოტა სხვა რამე მგონია! ვფიქრობ ხალხს ბოდიში უნდა მოგვიხადონ ეს რომ მოგვასმენინეს!”

ყოფილი ჟურნალისტი და ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი: “რუსთავი-2 იმდენს იზამს, რომ სულ დაკარგავს მომხრეებს ამ მარაზმატიკული გამოსვლებით…პლინტუსზე დაბალი დონე… შოკში ვარ…მტერი ვიცით კარგად ვინც არის, მაგრამ მტერთან მოყვრობასაც თავისი წესები აქვს…ამ დღიდან სტრასბურგის განაჩენით რუსთავი-2 რომ დახურონ, გული არ დამწყდება…”

ჟურნალისტი თამუნა მელქაძე: “მე ჟურნალისტიკა სხვანაირად მასწავლეს… მე სხვანაირად მესმის, მე განსხვავებული მასწავლებლები მყავდა… ეს უკვე არ ვიცი რა არის, ამას ჟურნალისტობასთან კავშირი არ აქვს როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა… არ შეიძლება ასე”.

უფლებადამცველი, იურისტი, თამუნა გაბისონია: “რუსეთი ოკუპანტია და ეს ყველამ ვიცით!!! გაბუნია კი, ჩემი აზრით, პროვოკატორი, მოღალატე, უზრდელი და თავხედი ადამიანი, რადგან საქართველოსთვის კეთილისმსურველი ადამიანი გადაცემას ამ ბოდვით არ დაიწყებდა”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე: “რასაც ახლა რ2 აკეთებს არის ძალიან მდარე, მაგრამ ძალიან საშიში პროვოკაცია!!!! ამათ ისევ ომი და უბედურება უნდათ!”.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი: “ომის დაწყების პროვოცირება!!!! გაბუნია,ესე რატომ გეზიზღება საქართველო???”.

პრეზიდენტის პრეს სპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი: “საკუთარი ქვეყნის ღალატი”.

“მედიაცენტრი მთავარის” რედაქტორი ეკა გულუა: ” სიბინძურე, მაყურებლის, მსმენლის, მთლიანი ერის შეურაცხყოფა. ამ სიბინძურეს ჟურნალ​ისტიკასთან, თავისუფალ სიტყვასთან და აზრის გამოხატვასთან ნულოვანი კ​ავშირი აქვს. სიბინძურის და ბილწსიტყვაობის პროპაგანდა! “

მსგავსი თემები