საქათველოს მთავრობის ადმინისტრაციას რკინის ჯებირები შემოავლეს

სახელმწიფო კანცელარიის შენობის ირგვლივ რკინის ჯებირები განათავსეს. აღნიშნულის მიზეზი ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციაა, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება.

ანალოგიური ვითარებაა პარლამენტის შიდა ეზოში, სადაც სამართალდამცველების მობილიზება ხდება. პარლამენტის შენობაში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით პოლიციის თანამშრომლები შეიყვანეს, ადგილზე სახანძრო მანქანაც შევიდა.  აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები