„გირაოს ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას თავად მელია არ ფლობდა“ – კახა ოქრიაშვილი

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი  კახა ოქრიაშვილი, რომელიც საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა, აცხადებს, რომ გირაოს ჩარიცხვის შესახებ თავად ნიკანორ მელია ინფორმაციას არ ფლობდა.

ოქრიაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო ოპოზიციური ფრონტისა და ორ პარტიას შორის თანამშრომლობა.     

„მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. არიან „მოქალაქეები“, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და აქ უდიდესი  კითხვის ნიშანია დასმული – არიან თუ არა ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები. ჩვენ, ანუ ნამდვილი, რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის.

2012 წლიდან ოპოზიცია ერთიანი და მონოლითური არასდროს ყოფილა. ჩვენ გვინდა ისეთ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევიდეთ ამ ბრძოლაში, რომლებიც არ გვიღალატებენ. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ პარტია „პროგრესსა და თავისუფლებას“ და ნიკა მელიასთან ჩვენი პარტიების მომავალ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.   

მსგავსი თემები