კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის 38% ფიქრობს, რომ  ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა უმნიშვნელოა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია წინა წლებთან შედარებით კლებადია.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მსგავსი თემები