საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ქალი 5 მცირეწლოვანი შვილის დედაა

საფრანგეთში, ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი  დააკავეს. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს, ისინი ამჟამად თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

მკვლელობაში ბრალდებული ქალი  მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა მას შემდეგ გაუქმდა, რაც დაზარალებულმა ძალადობა უარყო.

ცნობისთვის, შემთხვევა ქალაქ ტულონში, 17 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა.

მსგავსი თემები