სანქციებში “მარიუპოლის ყასაბიც” მოხვდა – დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ სანქციებს აძლიერებს

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებში კიდევ რამდენიმე პირი მოაქცია. ამჯერად, დიდი ბრიტანეთის „შავ სიაში“ იმ მედიის წარმომადგენლები მოხვდნენ რომლებიც ომის პროპაგანდაში იყვნენ ჩართულები და ასევე, სამხედრო პირები.

სანქციებში მოექცა ტელეწამყვანი სერგეი ბრილევი, Gazprom-Media-ს აღმასრულებელ დირექტორ ალექსანდრე ჟაროვი, RT-ის მმართველ დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი და Sputnik International-ის ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი.  ბრიტანეთში შესვლა ასევე ეკრძალება გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევს, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ. სანქციები სულ 14 პირს შეეხო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განმარტებით, რუსეთის საინფორმაციო ომი ტყუილებზეა აგებული.

„სანქციების ბოლო სერიის სამიზნეს წარმოადგენენ უსირცხვილო პროპაგანდისტები, რომლებიც ავრცელებენ პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მსგავსი თემები