ფოთში კორონავირუსი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა.

„კორონავირუსი დაუდასტურდა 24 წლის ბიჭს, რომელიც იყო თბილისში და კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თავად მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას. კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ. ჯერ სრულად არ არის მოკვლეული, მაგრამ თითქმის 80% , ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ. მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი თემები