თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელ არჩევნებს განიხილავს

„ქართული ოცნება“ მზადააა, თვითმმართველობის არჩევნებშიც 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს და თუ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს, განიხილოს ოპოზიციის წინადადება ვადამდელ არჩევნებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40 პროცენტიანი პრინციპი. ეს ნიშნავს, როდესაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, „ქართულ ოცნება“ გამოხატავს მზადყოფნას, რომ უპრობლემოდ ჩააბაროს ეს ტესტი თვითმმართველობის არჩევნებში.

40 პროცენტი არის საკმარისი ლეგიტიმაცია, რათა მმართველობის პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

მსგავსი თემები