პარლამენტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძეს თანაგუნდელების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირებით.
მისი თქმით, ბოლო ხანებში, მმართველ პარტიაში რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა ეს განხეთქილების მიზეზი არ გამხდარა.
„საპარლამენტო უმრავლესობა განაგრძობს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძის მხრიდან. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გედევან ფოფხაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები