თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყება

თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები მიმდინარე კვირიდან დაიწყება. პროცესის გაკონტროლება თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე მაია ბითაძეს, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლევან ჯღარკავას, დასუფთავების მასშტაბური სამუშაოების განხორციელება დაავალა.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ, დედაქალაქის ქუჩებში სხვლა-ფორმირების სამუშაოების დაგეგმვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესმა არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„დავიწყოთ ცენტრალური ქუჩებით და გადავიდეთ ყველა რაიონში. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც  აგვიბამს მხარს და შემოგვიერთდება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები