ქვეყნის პრემიერმა და დედაქალაქის მერმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია იყო და დღეს სწორედ იმ ადამიანებს მოვიხსენიებთ, რომლებმაც  ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს.
“მათი თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები