იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი ქმარმა დაჭრა

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი მისმა მეუღლემ დაჭრა. საქართველოს მოქალაქე 47 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 47 წლის კაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვა სცადა. ბარის პოლიციამ მამაკაცი რამდენიმე საათში დააკავა.

ქალს დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მსგავსი თემები