ჩინეთში კორონავირუსის არაოფიციალური სტატისტიკა გასაჯაროვდა – დღიური შემთხვევები 37 მილიონს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს. დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა.

კორონავირუსის გავრცელების ასეთი ტემპის მიზეზებს შორის Bloomberg-ი ჩინეთის ხელისუფლების მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გაუქმებას ასახელებს, რამაც ადვილად გადამდები „ომიკრონის“ შტამის ასეთი გავრცელება გამოიწვია.

მსგავსი თემები