სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ადგილზე შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამედიცინო ექსპერტი იმყოფებიან.

ამ დროისთვის უცნობია ვის ეკუთვნის ცხედარი.

მსგავსი თემები