გაგარინის მოედანზე მოძრაობა იზღუდება

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

კერძოდ, “ვეფხი და მოყმის” ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით.

აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.

მსგავსი თემები