ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ.

„კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები