უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 74 840 ჯარისკაცი დაკარგეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 74 840; ტანკი – 2 750; ჯავშანტექნიკა – 5 580; საარტილერიო სისტემა – 1 772; სარაკეტო სისტემა – 391; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 201; თვითმფრინავები – 277; ვერტმფრენი – 258; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 450; საკრუიზო რაკეტები – 397; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 174; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 155.