„საქართველოს გადასაწყვეტია, სურთ წინსვლა თუ იქ გაჩერება, სადაც ხართ“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოს გადასაწყვეტია, სურს წინსვლა თუ გაჩერება.

„საქართველომ  მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით დასრულებულია.  ჩვენ ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას,  საქართველო  გზაჯვარედინზეა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწყვეტილება ქართველებზეა – სურთ წინსვლა თუ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკან სვლა სურთ. ჩვენ ღია ვართ. ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ დაადასტუროს მზაობა ევროკავშირის წევრობაზე. გაქვთ დრო შეცვალოთ რაღაცეები, რადგან ევროკავშირი ღიაა თქვენთვის – აღნიშნა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები