„კამერუნის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე, „ომიკრონი“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

პროფესორის, მედიცინის დოქტორის, მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ომიკრონის შემოტევა მზარდია, თუმცა მედიცინა მას უნდა გაუმკლავდეს. ახალ შტამსა და მუტაციაზე მაკა ბულეიშვილმა მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

“კამერუნის შტამზე სერიოზული კვლევაა დაწყებული, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.  იმ მწირი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შტამი “ომიკრონთან” შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ის რამდენად მძიმე იქნება ორგანიზმისთვის, ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ის სწრაფად ვრცელდება”, – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ახალი შტამისა და პანდემიის წინააღმდეგ, ერთადერთი გამოსავალი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და “ბუსტერ” დოზის გაკეთებაა. თუ კი აგვისტოს მსგავსს შედეგებს მივიღებთ, დაავადებულთა რიცხვის მხრივ, მაშინ რეგულაციების გამკაცრებაც იქნება საჭირო.

“ახალი შტამის გამოჩენისას ევროპული ქვეყნები თავს ორი დოზით აცრის უმაღლესი მაჩვენებლებით ხვდებიან. მაგალითად, ისრაელში მეოთხე “ბუსტერ” დოზის გაკეთებაც კია დაშვებული. საქართველოში კი ჰოსპიტალიზაციის დონე მკვეთრად მომატებულია, რადგან ორი დოზით აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, “ომიკრონის” წინააღმდეგ ბრძოლა უფრო გაგვიჭირდება, თანაც შესაძლებელია “ომიკრონი” იანვრის ბოლოს დომინანტი შტამი გახდეს”, -აღნიშნა პროფესორმა მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები