,,აშშ კიევისგან ბრძოლის ველზე შედეგებს ნებისმიერ ფასად ითხოვს”- აშშ-ში რუსეთის ელჩი

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ კიევისგან ბრძოლის ველზე შედეგებს ნებისმიერ ფასად ითხოვს.

,,ამერიკელები არ აპირებენ არაფრის წინაშე შეჩერდნენ. მათ არ აინტერესებთ მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებები. არავის აინტერესებს უკრაინის ბედი, რომელსაც მხოლოდ რკინის ჯოხად იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ”, – აცხადებს ანტონოვი.

ელჩმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ სურს უარი თქვას თავის “მთავარ მიზანზე – რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე”. მისივე თქმით, აშშ-ს ხელმძღვანელობას არ აინტერესებს, რა ფასს გადაიხდის კიევი ამაში და რამდენ სიცოცხლეს მიიღებს.

მსგავსი თემები