თურქეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობის შემადგენლობაც შეცვალა. ახალ მინისტრთა კაბინეტში მოქმედი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ მიხვდნენ. მინისტრთა კაბინეტში კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. მან მევლუთ ჩავუშოღლუ ჩანაცვლა.
ახალ კაბინეტში ვერ მოხვდა თავდაცვის მინისტრიც. ქვეყნის თავდაცვის უწყებას გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი იასარ გულერი უხელმძღვანელებს.
ფინანსთა სამინისტროს კი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ჩაიბარებს.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი დაიკავებს. სხვა მონსტრები ერდოღანმა უცვლელად დატოვა.