„შეცვლილი რიტორიკა ბევრად უფრო ადეკვატურია”- წულუკიანი პრეზიდენტზე

,,ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი,” – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლას საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.

მისი თქმით, პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატურია.

„შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები