,,უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს”- გიორგი კაკაურიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც „ჯორჯიან ეირვეისის“ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ იქნება.

„უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. საერთაშორისო სანქციების მიღებას თავისი პროცედურები და წესი აქვს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ „ჯორჯიან ეირვესი“ თუ არ დაარღვევს სანქციებს და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი კომპანია არ დაარღვევს, ყველა იქნება აღსრულებაში იმ სანქციების, რომელიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის მიერ და თუ ამ სანქციებს არ დაარღვევენ არ მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მსგავსი თემები