„ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და  ნატო-ს წევრი.

„ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩო ფოტოსაც აზიარებს ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“.

 

მსგავსი თემები