„ვეუბნები ექიმს, ჩქარა ცუდად არის, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოვო”- 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებია აცხადებს, რომ ექიმებმა რეაგირება დროულად არ მოახდინეს.

,,თბილისში უნდა წაგვეყვანა, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, იავნანა გადმოიტანეს “გორმედთან” და მივიყვანეთ იქ. გამოვიდა ექიმი გამოვიდა, უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო, ასე მითხრა. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-თქო, მოიცაო ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს მოიცადე, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო, არა. პირდაპირ გამოვიტაცეთ და წამოვედით. გონება დაკარგა ბავშვმა, საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, გული ჰქონდა გაჩერებული”, – განუცხადა ბავშვის ბებიამ ”მთავარ არხს”.

მსგავსი თემები