,,პრეზიდენტის მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდება, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები იყო გაკეთებული, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ევროპარლამენტში წასვლის საკითხი იმ ინსტიტუტის გადასაწყვეტია, ვინც უნდა გასცეს თანხმობა.

„პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები იყო გაკეთებული, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს. ასეთი განცხადებები გაკეთდა მის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდანაც და სხვა განცხადებებშიც. ეს ჩემი აზრია, მაგრამ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რა საუბარია ვიზიტებზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია

მსგავსი თემები