საფეხბურთო მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელს ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

,,ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში.
მოსამართლე რომან ხორავა…” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები