,,საქართველოდან წასვლისას მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია და ერთიანობა”- ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს.

კასიანოვის თქმით,  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა სასტიკმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობა და კიდევ უფრო გააერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის წინააღმდეგ.

,,მთელი ჩემი ცხოვრება, ქართველ მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვა, სიმკაცრე და გამბედაობა, რომლებიც იარაღით ხელში ირჩევენ ჩვენი ქვეყნების თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებმაც იძულებით დატოვეს სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ თავშესაფარი გაუწია, უზრუნველყო უკრაინელი ბავშვების ღირსეული ცხოვრება და სწავლის პირობები.

იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც უკრაინის მშვიდობიან მხარეში დარჩნენ და იარაღით ხელში აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ქართული გულის სითბო და ქართული სულის შუქი, თქვენი ასობით ელექტრო გენერატორისა და ტონა ჰუმანიტარული ტვირთის წყალობით მოვიდა. ჩემი ოჯახი თან ატარებს ძმური საქართველოს სითბოს და სიკეთეს, რადგან აქ, საქართველოში, ჩვენი ბევრი მეგობრის გარემოცვაში დარჩება ჩვენი უკრაინული ოჯახი, ჩვენი უკრაინელი ხალხის ადათ-წესებისა და ტრადიციების ნაწილი.

საქართველოდან წასვლისას მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია და ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა! მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპული ხალხების ერთიან მეგობრულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი უახლოესი მომავლის საკითხია!,-   წერს კასიანოვი.

მსგავსი თემები