უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას – ზელენსკი

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით,  უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას. ამის შესახებ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მან  უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა საბრძოლო თვითმფრინავებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის კონტრშეტევისთვის.

„მართალი გითხრათ, ეს ძალიან დაგვეხმარება… მაგრამ გვესმის, რომ ამდენს არ დავაგვიანებთ და დავიწყებთ მეტს. სანამ ჩვენ გვექნება F-16 ან სხვა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც პარტნიორები ქვეყანას დაჰპირდნენ.

მსგავსი თემები