,,ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს”- დედების პროტესტი

,,ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“,- ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადების არ სჯერათ.

,,ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – განაცხადა მშობელმა.

სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა – თამარ გაბუნია

მსგავსი თემები