ავიაცია საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას არ ადასტურებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიგეგმა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები