,,როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება.

დიმიტრი მედვედევის თქმით, ორბანის განცხადება პატივისცემას იმსახურებს და დასძენს, რომ დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება.

„ეს განცხადება პატივისცემას იმსახურებს. თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ის შეიძლება დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, – განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, ორბანმა განაცხადა: ,,უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება”.

მსგავსი თემები