,,გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა”- ანრი ოხანაშვილი

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესული შესწორების შედეგად  პირს ოლიგარქად, მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირის ოლიგარქად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა. მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება.

„პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება“, – განაცხად ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის  შესწორებული ვერსიი თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს, არის თუ არა პირი არა ოლიგარქი.

წყარო: პირველი არხი.

მსგავსი თემები